სიახლეები

09/22/2014
სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“-ს საერთაშორისო აკრედიტაცია JCI სისტემის მიხედვით

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“-ს საერთაშორისო აკრედიტაცია JCI სისტემის მიხედვით

 

     სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯია“-ს, რომელიც უკვე ორი წელია აქტიურად ემზადება აკრედიტაციისათვის, 22-25 სექტემბერს ვიზიტად ეწვევა სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის - JCI   აუდიტორთა ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჰოსპიტალურ საერთაშორისო სტანდარტებთან კლინიკის შესაბამისობის შესაფასებლად.

       JCI აკრედიტაცია განიხილება ოქროს სტანდარტად გლობალურ ჯანდაცვაში. დღეისათვის მთელ მსოფლიოში 675 სამედიცინო დაწესებულებაა აკრედიტებული Joint Commission International მიერ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი, საყოველთაოდ აღიარებული და ყველაზე მსხვილი (20 500 სამედიცინო დაწესებულება და პროგრამა აშშ-ში)  სააკრედიტაციო ორგანიზაციის The Joint Commission   შვილობილ კომპანიასა და საერთაშორისო ფილიალს წარმოადგენს.

   საერთაშორისო აკრედიტაციის, კონსულტაციების, პუბლიკაციებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით, JCI უზრუნველყოფს The Joint Commission მისიის აღსრულებას გლობალურ დონეზე და ეხმარება ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოებს, სამინისტროებს, დაინტერესებულ სამედიცინო დაწესებულებებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებასა და პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში მსოფლიოს 90 ქვეყანაში.

   კლინიკის JCI აკრედიტაცია განიხილება სამედიცინო მომსახურების ხარისხის დემონსტრირებისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარების საუკეთესო საშუალებად.

         სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯია“-ში JCI აუდიტორთა ოთხკაციანი ჯგუფის მიერ შეფასებული იქნება კლინიკის მიერ წარმოებული საქმიანობის სრული სპექტრი შემდეგი მიმართულებების მიხედვით: პაციენტის უსაფრთხოება, ჯანმრთელობის შეფასებისა და მკურნალობის სქემები, მედიკამენტების მენეჯმენტი, ინფექციების პრევენცია და კონტროლი, ქირურგიული და საანესთეზიო სერვისები, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული სადიაგნოსტიკო სერვისები, საექთნო მოვლა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების უფლებების დაცვა, სამედიცინო ჩანაწერების წარმოება და კომუნიკაცია, სამედიცინო პერსონალის განათლება და კვალიფიკაცია, შენობის ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო ოპერირება, კლინიკური მენეჯმენტის ეფექტურობა.  

ვიზიტის დანიშვნა ექიმთან
სამედიცინო პერსონალი
ინფორმაცია მნახველისათვის
სიახლეები
კონტაქტი