www.mcg.ge
GEO | ENG
მკურნალობა > კლინიკური კვლევები

საერთაშორისო კლინიკური კვლევების მიმართულებით სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიას“ მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ცენტრი 2012 წლიდან, პროფესიონალ მკვლევარებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კლინიკურ კვლევაში, რომელიც GCP-ის სახელმძღვანელოს მიხედვით დეტალურად გაწერილი პროტოკოლებით მიმდინარეობს.

კლინიკური კვლევები წარმოადგენს ერთ-ერთ გადამწყვეტ საფეხურს, როგორც სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარკვეული ნოზოლოგიის დაავადებების დამარცხების გზის მოძიებაში. კლინიკურ კვლევებში ჩართულობა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის ეფექტური მკურნალობის მეთოდების ხელმისაწვდომობას და აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს.

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“ სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო კლინიკური კვლევების წარმოებისათვის GCP სტანდარტების შესაბამის ყველა მოთხოვნას: უზრუნველყოფილია წინასწარ გადამზადებული, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მკვლევართა გუნდით, კლინიკის ინფრასტრუქტურა და ლაბორატორია აღჭურვილია კლინიკური კვლევისათვის საჭირო და აუცილებელი ინვენტარით.

არსებობს სხვადასხვა დაავადება, რომლისთვისაც ამ ეტაპზე მკურნალობის დამტკიცებული სტანდარტი არ არსებობს, ამიტომ ჯანმრთელი ადამიანების მონაწილეობა კლინიკურ კვლევებში სწორედ რომ გულისხმობს უდიდესი წვლილის შეტანას, როგორც მომავლის მედიცინაში, ასევე, ბევრ პაციენტს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს ეფექტიანი და დროული მკურნალობა.

კლინიკურ კვლევაში მონაწილეობა

კლინიკურ კვლევაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც აკმაყოფილებს არსებული კვლევისათვის საჭირო კრიტერიუმებს. თითოეულ კვლევას გააჩნია თავისი სპეციფიური მოთხოვნა და პირობა. კვლევაში მონაწილეობის მსურველ პირებს შერჩევის პროცესში მოეთხოვებათ შესაბამისი შემოწმება და გარკვეული სამედიცინო პროცედურების წინასწარ გავლა.

სამედიცინო დოკუმენტაცია და კონფიდენციალობა

„მედიქლაბჯორჯია“ სამედიცინო დოკუმენტაციას აწარმოებს ადამიანის უფლებებისა და პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების სრული დაცვით.


კლინიკურ კვლევაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის მეშვეობით და გაესაბროთ კლინიკური კვლევების კოორდინატორს:
(+995 32) 225 1991