თამილა ბირჩაძე
საოპერაციოს უფროსი ექთანი
გამოცდილება
- თამილა 2010 წლიდან არის სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ გუნდის წევრი.
- სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს რკინიგზის ნ. კახიანის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, უნივერსიტეტის დიაგნოსტიკურ ცენტრში შპს კლინიკა „გრანდი“-ში.
- 2017 წლიდან თამილა ბირჩაძე აქტიურად არის ჩართული კლინიკის აკრედიტაციის პროცესში JCI-ის სტანდარტების მიხედვით და მიღებული აქვს მადლობის სიგელი.
განათლება და ტრენინგები
- 1987 წელს თამილამ დაამთავრა თბილისის მე-3 საბაზო სამედიცინო სასწავლებელი საფერშლო სპეციალობით.
- თამილამ 1997 და 2003 წლებში კვალიფიკაცია გაიარა უფროსი საოპერაციო და საოპერაციო მედდის სპეციალობაში. მინიჭებული აქვს II საკვალიფიკაციო კატეგორია.
-
თამილას, ასევე, გავლილი აქვს პროფესიული კურსები და ფლობს შემდეგ სერტიფიკატებს:
ამერიკის გულის ასოციაციის AHA-ს (American Heart Association) სერთიფიკატს - BLS - სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები;
- საექთნო დიპლომის შემდგომი სწავლების მოდული ანატომია-ფიზიოლოგიაში (2012წ.);
- ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ზოგად საკითხებში საშუალო მედპერსონალისთვის მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის კურსი.