დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი. კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა გაიარა ოდესის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტში (უკრაინა);
2008 წელს მიენიჭა მედიცინის დოქტორის წოდება;
თამარს გავლილი აქვს მრავალჯერადი სტაჟირება ოპერაციულ, ლაპაროსკოპიულ ქირურგიასა და ონკოგინეკოლოგიაში;
2006: ლაპაროსკოპიული ქირურუგიის ცენტრი. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი;
2009: ენდოსკოპიური ქირურგიის ცენტრი. კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი;
თამარ ჭითანავა სამედიცინო ცენტრ "მედიქლაბჯორჯიას” გუნდს 2014 წლიდან შემოუერთდა;
2006-2012 წლებში თამარი მუშაობდა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში;
2012-2015 წლებში იყო ოპერაციული გინეკოლოგიის ხელმძღვანელი, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში;
2015-2018 წლებში გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, აკად. ფრიდონ თოდუას კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.
ბიოგრაფია
თამარს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სიმპოზიუმსა და საერთაშორისო კონფერენციაში. არის საქართველოს, ევროპისა და ამერიკის მეან-გინეკოლოგიის, ლაპაროსკოპიული გინეკოლოგიისა და ონკოგინეკოლოგიის ასოციაციის წევრი.