Covid - 19
GEO | ENG
Medical Staff > Nino Tseruashvili
Nino Tseruashvili
Colon and Rectal Surgeon / Chief Of Surgical Department 
Experience
  • ნინო წერუაშვილი სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ გუნდს 2009 წლიდან შემოუერთდა.
  • ნინო წერუაშვილს აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა კლინიკებში: 2020 წლიდან არის საქართველოს ენდოსკოპისტთა ბორდის სრული წევრი;
  • 2012-2015 წლებში იყო „MediClubGeorgia“ - ქირურგიული სამსახურის უფროსი;
  • 2009 წლიდან დღემდე MediClubGeorgia-ს ქირურგ-პროქტოლოგი;
  • 2006-2009 წლებში იყო მე-4 კლინიკური საავადმყოფოს რ. იაშვილის სახელობის თბილისის პროქტოლოგიის ცენტრის ქირურგ-ორდინატორი;
  • 2006 წ. - დიპლომისშემდგომი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის პროქტოლოგიის კათედრის უფროსი ექიმი-ლაბორანტი.
  • ნინო არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიული დეპარტამენტის პროქტოლოგიის მიმართულების მოწვეული პედაგოგი.
  • აქვს 13 სამეცნიერო შრომა რეფერირებად ჟურნალებში.
  • ნინო წერუაშვილი არის სხვადასხვა პროფესიული ასოციაციის წევრი: The American Society of Clinical Oncology; საქართველოს ქირურგთა ასოციაცია; საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ნაციონალური ასოციაცია; საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაცია
Education & Traning
  • დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, თბილისის დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის სარეზიდენტო პროგრამა სპეციალობით „პროქტოლოგია“ და „ენდოსკოპია“.
  • არის საქართველოს ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.სწავლის შემდგომი საფეხურების გასავლელად იყო ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში.
  • 2015 - Weill Cornel Medical University, Presbyterian Center, Colon and Rectal Surgery Department (New-York );
  • 2011 - American Society of Clinical Oncology Education, Science and Professional Department (Chicago);
  • 2011 - Emory University, Atlanta RadioOncology Department.
Biography