Covid-19
GEO | ENG
სერვისები > დიაგნოსტიკური კვლევები > რენტგენოლოგია

„მედიქლაბჯორჯია“ გთავაზობთ სამედიცინო დიაგნოსტიკური მომსახურებების დიდი არჩევანს. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი დონის დიაგნოსტიკურ აღჭურვილობას და ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ საუკეთესო ხარისხის მომსახურება - სწორი პროცედურა, სწორ დროს, ყველა პაციენტისათვის.

რენტგენოლოგიური მეთოდი თანამედროვე მედიცინაში წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, ინფორმატიულ, ხელმისაწვდომ და არაინვაზიურ მეთოდს მრავალი დაავადების დიაგნოსტიკაში. რენტგენის სხივები მაღალი ენერგიის მქონე ელექტრომაგნიტური ტალღებია, რომლებსაც ნივთიერებების უმრავლესობაში შეუძლიათ შეღწევა (სხვადასხვა ხარისხით). ისინი დაბალი დოზით გამოიყენება გამოსახულების გადასაღებად, რომლითაც შემდეგ ექიმები დაავადებების დიაგნოზს სვამენ, მაღალი დოზით კი მათ ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ იყენებენ (სხივური თერაპია). რენტგენის სხივებზეა დაფუძნებული რენტგენოგრაფიული კვლევა და უფრო მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ტომოგრაფიაც (კტ).

სამედიცინო ცენტრში ტარდება სხვადასხვა ტიპის რენტგენოლოგიური კვლევა ნებისმიერი ასაკის პაციენტებისთვის:

  • თავის ქალა;
  • პარანაზალური სინუსების/წიაღები;
  • ცხვირის ძვლები;
  • ხერხემლის სვეტი;
  • ზემო და ქვემო კიდურები;
  • გულმკერდის ღრუ;
  • გულმკერდის;
  • ძვლოვანი ჩონჩხის;
  • ხერხემლის სვეტის;
  • ხერხემლის მალების;
  • კიდურების და სხვა.

კვლევის საჭიროებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.