Covid-19
GEO | ENG
სერვისები > ქირურგიული მომსახურება > პლასტიკური ქირურგია

სამედიცინო ცენტრ “მედიქლაბჯორჯიის” ქირურგიის სამსახური მაღალი ხარისხის თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული. ქირურგიული სამსახურის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ პლასტიკური ქირურგია, რომელიც პაციენტებს სთავაზობს სახისა და სხეულის ქირურგიულ კორექციას როგორც ესთეტიკური, ასევე, სამკურნალო მიზნით.

ოპერაციული მიდგომა განისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნის მიხედვით.

პლასტიკური ქირურგიის სერვისები მოიცავს:

  • ცხვირის ფორმის კორექცია;
  • ცხვირით სუნთქვის აღდგენა;
  • ცხვირით სუნთქვის აღდგენა და ფორმის კორექცია;
  • დაზიანებული და ნაოპერაციები ცხვირის ფორმის აღდგენა;
  • სახის კანის და კუნთოვანი სისტემის დაჭიმვა;
  • სახის ნაოჭების კორექცია;
  • შუბლის და წარბების დაჭიმვა;
  • კისრისა და ღაბაბის პლასტიკა;
  • ნიკაპის პლასტიკა;
  • ქუთუთოების პლასტიკა;
  • ტუჩების პლასტიკა;
  • ყურების პლასტიკა;
  • სხეულის ლიპოსაქცია და ლიპოსკულპტურა;
  • მკერდის გადიდება;
  • მკერდის აწევა და დაპატარავება, დვრილ-არეოლის პლასტიკა;
  • დუნდულოების აწევა, ბარძაყების დაჭიმვა;
  • მხრების პლასტიკა;
  • მუცლის წინა კედლის პლასტიკა;
  • წვივების პლასტიკა, ქვედა კიდურის ფორმის მოდელირება.