სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო სამსახური წარმოადგენს სრული სერვისის ერთეულს და აერთიანებს კვალიფიციურ, საუკეთესო პრაქტიკის მქონე გამოცდილ პროფესიონალებს როგორც საექიმო, ასევე, საექთნო მიმართულებით.
ჩვენი მთავარი მიზანია თითოეული პაციენტის მდგომარეობის სრულფასოვნად შეფასება და სრული მკურნალობის გეგმის მიხედვით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა.
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდი, მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფება, რათა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უზრუნველყოს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთსა და კვირის ნებისმიერ დღეს, 24/7-ზე. გუნდი ემსახურება ფართო სპექტრის გადაუდებელ და უბედურ შემთხვევებს.
„მედიქლაბჯორჯიას“ გადაუდებელი დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს გავლილი აქვს საერთაშორისო ტრენინგები:
გადაუდებელი დახმარების სამსახურის ყოველ თანამშრომელს შეუძლია უზრუნველყოს, როგორც პრე-ჰოსპიტალური მოვლა, ასევე, დამატებითი კონსულტაციებისა და ინსტრუქციების მიღების მიზნით, პირდაპირი კონტაქტის დამყარება სხვადასხვა სპეციალობის ექიმთან. სამედიცინო ცენტრში ტარდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების სრული სპექტრი.