Covid-19
GEO | ENG
სერვისები > სტაციონარული მომსახურება > ონკოლოგია

სამედიცინო ცენტრში „მედიქლაბჯორჯია“ ფუნქციონირებს ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის განყოფილება, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმები, ონკო-ჰემატოლოგები უზრუნველყოფენ, როგორც ჰემატოლოგიური სიმსივნეების პრევენციის, ასევე დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მონიტორინგის მიმართულებით მომსახურებას.

2020 წლის სექტემბრიდან „მედიქლაბჯორჯიაში“ გეგმიური ონკოლოგიური მომსახურება - ქიმიოთერაპიული და მიზნობრივი (ტარგეტული) თერაპია, ჰორმონოთერაპია და იმუნოთერაპია, ასევე, მკურნალობის განმავლობაში ჩატარებული რადიოლოგიური კვლევები სრულად ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვისა და რეფერალური ფონდის მიერ.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა მიმდინარეობს ეპიდემიოლოგების მუდმივი კონტროლის ქვეშ.

#COVID19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები ცენტრში ყველა წესის დაცვით სრულდება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს მედპერსონალისა და პაციენტებისათვის.

ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევები განიხილება კონსილიუმის პრინციპით. მკურნალობა იგეგმება ინდივიდუალურად, ევროპული და ამერიკული გაიდლაინების შესაბამისად, როგორიცაა: NCCN, ASCO, ESMO და სხვ.