Covid-19
GEO | ENG
სერვისები > სტაციონარული მომსახურება > კარდიოლოგია

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“ გთავაზობთ გადაუდებელ კარდიოლოგიურ მომსახურებას.

კარდიალური რეანიმაცია

ჩვენი კარდიალური რეანიმაცია საშუალებას აძლევს კარდიოლოგებს, იმუშაონ კარგად აღჭურვილ და სპეციალიზირებულ გარემოში. კარდიალური რეანიმაცია არის 6 საწოლიანი ერთეული, რომელიც მზადაა ისეთი პაციენტების მისაღებად, რომელთაც ესაჭიროებათ გაძლიერებული მოვლა და ყურადღება. ყველა საწოლს გააჩნია სპეციალიზირებული კარდიო მონიტორი და სხვა აუცილებელი აღჭურვილობა. იმის გამო, რომ ამ ერთეულში მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა რთულია და საჭიროებს განსაკუთრებულ უნარებს, აქ მომუშავე ექთნებსა და ექიმებს გავლილი აქვთ სპეციალური კურსები და გაზლიერებული ტრენინგები კარდიოვასკულარულ სამედიცინო მომსახურებაში.

კარდიალური კათეტერიზაცია / ელექტროფიზიოლოგიური კაბინეტი
„მედიქლაბჯორჯიას“ კარდიალური კათეტერიზაციის კაბინეტი აღჭურვილია პაციენტის საჭიროებისამებრ გადაუდებელი და გეგმიური კათეტერიზაციაზე სპეციალიზირებული კადრებით. ჩვენი კათეტერიზაციის ექიმები მზად არიან, დროული და ეფექტური მომსახურება გაუწიონ პაციენტებს 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი დაგეგმილი თუ გადაუდებელი შემთხვევის დროს.

კარდიალური ელექტროფიზიოლოგიის პროგრამა გთავაზობთ არითმიებისა და სხვა სიკვდილობის მაღალი რისკის მქონე პრობლემების სრულფასოვან მკურნალობას. პროცედურები მოიცავს პეისმეიკერებისა და დეფიბრილატორების ჩადგმას და რადიოსიხშირის აბლაციას, არითმიის ყველაზე თერაპია-რეზისტანტული შემთხვევების სამკურნალოდ.

კაბინეტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით რომლის მომწოდებელი მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელი კომპანია Siemens-ია. ჩვენს ექიმებს გავლილი აქვთ ტრენინგები მსოფლიო დონის ინსტიტუტებსა და კლინიკებში ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მედიქლაბჯორჯიას პროფესიონალთა დიდი გუნდი თქვენი გულის ჯანმრთელობის გარანტიაა.