Covid-19
GEO | ENG
სერვისები > ამბულატორიული მომსახურება > ტრავმატოლოგია

სამედიცინო ცენტრი “მედიქლაბჯორჯიას” ორთოპედიული-ტრავმატოლოგიური დეპარტამენტი სპეციალიზებულია ფიზიკური ტრავმით გამოწვეული ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების, ასევე, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (ხერხემალი, ძვალი, კუნთები, სახსრები, მყესები) დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

ცენტრში შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც ოპერაციული, ასევე კონსერვატიული მკურნალობა.

ჩვენი ორთოპედია-ტრავმატოლოგიის სამსახური უახლესი ორთოპედიული მკურნალობების დანერგვის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს იელის (აშშ), ჰარვარდის (აშშ), ჰონგ-კონგისა და ბოლონიის (იტალია) უნივერსიტეტებთან, ქუირონის ჰოსპიტალთან (ბარსელონა). ეწევა სამეცნიერო საქმიანობას ისეთ საერთაშორისო ორთოპედიულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: ამერიკის ორთოპედთა ასოციაცია (AAOS), მსოფლიო ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაცია (SICOT), მუხლის სახსრის ართროსკოპიისა და სპორტული მედიცინის საერთაშორისო ასოციაცია (ISAKOS) მუხლის სახსრის ართროსკოპიისა და სპორტული მედიცინის ევროპის ასოციაცია (ESSKA), Zimmerbiomet ინსტიტუტი, აო-ფონდი (Ao-foundation).

“მედიქლაბჯორჯიას” ორთოპედია-ტრავმატოლოგიის სამსახურის წევრები წარმოდგენენ საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის და საქართველოს ართროსკოპიული ქირურგიისა და სპორტული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭოს წევრებს.

“მედიქლაბჯორჯიას” ორთოპედია-ტრავმატოლოგიის სამსახური წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და დ. ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა სასწავლო ბაზას, ასევე, დეპარტამენტში მზადებას გადიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამით ორთოპედია-ტრავმატოლოგიის რეზიდენტები.

ტრისტან ნიშნიანიძე
ვერტებროლოგი
მარიკა ნიშნიანიძე
ორთოპედ-ტრავმატოლოგი / მტევნისა და ტერფის სპეციალისტი
ვაჟა გაფრინდაშვილი
ორთოპედ-ტრავმატოლოგი
ლევან ნაჭყებია
ორთოპედ-ტრავმატოლოგი
გიორგი ზიმლიცკი
ორთოპედ-ტრავმატოლოგი
გიორგი ლორია
ონკო-ორთოპედი / ტრავმატოლოგი
მერაბ ვარძუკაშვილი
ორთოპედ-ტრავმატოლოგი
ლაშა ძიძიგური
ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი
ჯემალ ჭუმბურიძე
ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი