სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ თერაპიულ სამსახურში ფართო პროფილის სპეციალისტის - ექიმ-თერაპევტის მიერ ყველა სახის საჭიროების მქონე პაციენტების მართვაა შესაძლებელი.
თერაპია მოიცავს შინაგანი დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
ექიმი თერაპევტი, ანამნეზის შეგროვებისა და ობიექტური გასინჯვის გარდა, დიაგნოზის დასაზუსტებლად იყენებს ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ კვლევებს, როგორიცაა რენტგენოგრაფია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ენდოსკოპიური გამოკვლევა და ლაბორატორიული ანალიზები.
თერაპიული სამსახური აერთიანებს ინტენსიურ თერაპიასა და საპალატე სისტემას. აგრეთვე, ცენტრში ხელმისაწვდომია მაღალტექნოლოგიური რეანიმაციული სერვისი.