Covid-19
GEO | ENG
სერვისები > სასწრაფო და გადაუდებელი დახმარება

სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“ პაციენტებს სთავაზობს 24/7 სასწრაფო და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო სამსახური აერთიანებს კვალიფიციურ, საუკეთესო პრაქტიკის მქონე გამოცდილ პროფესიონალებს როგორც საექიმო, ასევე, საექთნო მიმართულებით.

სამსახურის ყველა თანამშრომელს გავლილი აქვს საერთაშორისო ტრენინგები:

  • სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური ალგორითმი (BLS);
  • კარდიოვასკულური სიცოცხლის გადარჩენის დახვეწილი მეთოდები (ACLS);
  • მწვავე ტრავმის მართვა (ATLS);
  • პრეჰოსპიტალური ტრავმის სიცოცხლის შენარჩუნების მეთოდები (PHTLS);
  • სიცოცხლის შენარჩუნების დახვეწილი ალგორითმი პედიატრიაში (PALS)

სამედიცინო ცენტრში ტარდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების სრული სპექტრი.

სამედიცინო ცენტრმა „მედიქლაბჯორჯია“ წარმატებით გაიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს რელიცენზირების აუდიტი გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე.

მიიღო სანებართვო მოწმობა - N: 000298 - გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (Emergency)