www.mcg.ge
GEO | ENG
მკურნალობა > ჭარბი წონის კორექციის ცენტრი

სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიაში“ ტარდება კუჭის ბოტოქსის აპლიკაციის პროცედურა, რომელსაც წარმართავს „MCG ჭარბი წონის კორექციის ცენტრის“ პროფესიონალთა გუნდი.

კუჭის ბოტოქსი - ეს არის წონაში კლების ახალი, არაქირურგიული რევოლუციური მეთოდი კუჭში ენდოსკოპიურად ბოტოქსის შეყვანის სახით.

პროცედურის დროს ხდება გასტროსკოპიის გამოყენებით კუჭის ლორწოვან გარსში ბოტულინოტოქსინ ალფას შეყვანა, რომელიც იწვევს კუჭის მოცულობისა და ტევადობის შემცირებას. ასევე, კუჭის მიერ გამოყოფილი შიმშილის მედიატორების ბლოკირებას, რასაც მივყავართ პაციენტებში შიმშილის გრძნობის შემცირებასთან, მათ მიერ მოხმარებული საკვების რაოდენობის მკვეთრ კლებასთან და დანაყრების ადრეულ შეგრძნებასთან.

პროცედურის შედეგად ვიღებთ არა მარტო სხეულის კორექციის კოსმეტიკურ ეფექტს, არამედ დიაბეტის, ჰიპერქოლესტერინემიისა და სხვა კარდიო-ვასკულური რისკის მატარებელი დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას.

პაციენტების კომფორტის გათვალისწინებით პროცედურა ტარდება ვენური სედაციის გამოყენებით.

მანიპულაციის ხანგრძლივობა 15-20 წუთია, რომელიც სასიამოვნო ძილის მდგომარეობაში ტარდება. პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტები მალევე ტოვებენ კლინიკას.

პროცედურის ფასი ხელმისაწვდომია და ღირებულება მოიცავს არა მარტო ბოტოქსის აპლიკაციას, არამედ კვლევებს მანიპულაციამდე, სპეციალურ წინასწარ მომზადებასა და პოსტპროცედურულ მოვლას.

„MCG ჭარბი წონის კორექციის ცენტრის“ გუნდი უზრუნველყოფს ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურ კვებით რეჟიმს ეფექტის მაქსიმალიზაციისათვის.