ართროლოგიის, სპორტული მედიცინისა და რეგენერაციული PRP ცენტრი

„მედიქლაბჯორჯიას“  ართროლოგიის, სპორტული მედიცინისა  და რეგენერაციული  PRP ცენტრში ოპერაციები  ტარდება როგორც   მცირეინვაზიური და ნაკლებტრავმული ართროსკოპიული მეთოდით, ასევე ღია  ქირურგიული წესით.

ართროსკოპიული ოპერაციები 

სახსრებზე : მუხლი, მენჯ-ბარძაყი, კოჭ-წვივი, მხარი, იდაყვიö

მენისკექტომია, მენისკების გაკერვა, მუხლის სახსრის იოგოვანი აპარატის რეკონსტრუქცია : (წინა ჯვარედინი , უკანა ჯვარედინი , კოლატერალური იოგები),  სასახსრე ხრტილის დეფექტის აღდგენა,მოზაიკოპლასტიკა (ხრტილის გადანერგვა)ö

მხრის სახსრის როტატორული კუნთების აღდგენა, აკრომიოპლასტიკა, მხრის სასახსრე კაფსულის რეკონსტრუქცია (ბანკარტის ოპერაცია); 

ენდოპროთეზირება:  მენჯ-ბარძაყის, მუხლის, მხრის, იდაყვის სახსრის;

მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახრის სარევიზიო ართროპლასტიკა;

ონკო-ორთოპედია: ძვლისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა ( სიმსივნეების ჩანაცვლება ონკოპროთეზით ან ალოძვლით)

შეუხორცებელი მოტეხილობები  და ყალბი სახსრები;

არასწორად შეხორცებული მოტეხილობები;

სპორტული ტრავმები

 

ხერხემლის ქირურგია:

ხერხემლის გამრუდების კორექცია-სქოლიოზი, ლისთეზი,კიფოზი;

ხერხემლის მოტეხილობის ფიქსაცია;

ნეკნოვანი კუზის პლასტიკა;

 

მტევნისა და ტერფის ქირურგია:

მტევნისა და ტერფის ძვლების მოტეხილობები;

შეუხორცებელი მოტეხილობები და ყალბი სახსრები;

არასწორად შეხორცებული მოტეხილობები;

ტერფის ვალგუსური დეფორმაციები, ტერფის I  თითის ვალგუსური დეფორმაცია;

ძვლოვანი და რბილქსოვილოვანი  სიმსივნური დაავადებები;

მაჯის ძვლების ამოვარდნილობისა და მოტეხილობა-ამოვარდნილობის მკურნალობა;

მყესების დაზიანების ქირურგიული მკურნალობა;


PRP ტექნოლოგია თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა

ორგანიზმს გააჩნია თვითგანკურნების განსაცვიფრებელი უნარი, თუმცა ამ მექანიზმის ჩართვისთვის, ხშირად, სხეულს „ბიძგი“ სჭირდება. წარსულში ეს „ბიძგი“ქირურგიული ჩარევა იყო. 

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, უმცირესი ინვაზიური ჩარევაც კი შეიძლება, რომ გახდეს „ბიძგი“ რეაქციათა კასკადისა, რაც ბუნებრივ აღდგენით პროცესებს ასტიმულირებს. თანამედროვე მედიცინაში სწორედ ასეთ „ბიძგად“ - PRP ტექნოლოგია თრომბოციტებით მდიდარი პლაზმით მკურნალობა მიიჩნევა.

„მედიქლაბჯორჯიის“ „ართროლოგიის სპორტული ქირურგიისა და რეგენერაციის PRP ცენტრი“ წარმოგიდგენთ მეცნიერულ საფუძვლებზე დაყრდნობილ ეფექტურ, უსაფრთხო, არაქირურგიულ, მინიმალურად ინვაზიურ უნივერსალური მკურნალობის მეთოდს, რომელიც პირველად საქართველოში 2003 წლიდან იყო აპრობირებული და ამ ცენტრის ექიმების მიერ დანერგილი. 

ამ უნივერსალური, ფუნდამენტური მკურნალობის  მეთოდის აღმოჩენისთვის 1986 წელს, ნობელის პრემია მიენიჭათ იტალიელ ბიოლოგ რიტა ლევი-მონტალჩინისა და ამერიკელ ბიოქიმიკოსს - სტენლი კოჰენსს.  

მათ აღმოაჩინეს და გამოჰყვეს NGF-ნერვის ზრდისა და  EGF-ეპიდერმალური ზრდის ფაქტორი. გაშიფრეს მათი  ქიმიური  ფორმულა  და შესაბამისად, აჩვენეს თუ როგორ რეგულირდება უჯრედის ზრდა და დიფერენციაცია. 

2000  წლიდან დაიწყო ამ ფუნდამენტური აღმოჩენის კლინიკურ მედიცინაში დანერგვა.

"That discovery was  huge — it opened up a whole field  in understanding  how cells  talk and  listen to each other"  Neuroscientist Bill Mobley.  Stanford University.

PRP (PLATELET RICH PLASMA) -  თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა „ზრდის ფაქტორების მდიდარი წყაროა“ . მის შემადგენლობაში გახლავთ სხვადასხვა სახეობის ზრდის ფაქტორი. რეგენერაციის პროცესში ყოველ მათგანს განსაკუთრებული, კონკრეტული როლი აკისრია.ზრდის ფაქტორები (Growth Factors)  წარმოადგენს ცილას - განსაკუთრებულად ძლიერ, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას. ის არეგულირებს უჯრედულ პროცესებს, იწვევს  ქსოვილების ბუნებრივი რეგერენაციის უნარის 250–300 ჯერ გაზრდას.



PRP - თრომბოციტებით მდიდარ პლაზმაში არსებული ზრდის ფაქტორები:

• PDGF (თრომბოციტების ზრდის ფაქტორი)

• TGF – α & β (ტრანსფორმირებადი ალფა და ბეტა ფაქტორის ზრდა )

• EGF (ეპიდერმული ზრდის ფაქტორი)

• FGF (ფიბრობლასტური ზრდის ფაქტორი)

• IGF (ინსულინ-მსგავსი ზრდის ფაქტორი)

• PDAF (თრომბოციტების - შედეგად ანგიოგენეზის ფაქტორი) 


PRP მიიღება პაციენტის ვენური სისხლიდან ცენტრიფუგირებისა და შემდგომი დამუშავების მეთოდიკით. მისი შეყვანა შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ დაზიანებულ უბანში.

PRP - ის  დამატებით ჭრილობის ადგილას, თრომბოციტების კონცენტრაცია მოცემულ ადგილას - მნიშვნელოვნად იზრდება, დაახლოებით 338%-ით, ეს განაპირობებს მათ მიერ ზრდის ფაქტორების გამოყოფის კასკადურ რეაქციას.

PRP-ს გამოყენებით იზრდება საკუთარი კოლაგენის, პროტეოგლიკანების, ფიბრონექტინის, ელასტინის ბოჭკოების სინთეზირების პროცესის აქტივაცია, ძლიერდება ანგიოგენეზი და შესაბამისად დაჩქარებულია ჭრილობის ადრეულად შეხორცების უნარი, კანის ელასტიკურობის გაძლიერება, რეგენერაციული თვისებების გააქტიურება

ზრდის ფაქტორები გადამწყვეტ როლს ასრულებენ მყესების, კუნთების, იოგების, ხრტილებისა და ძვლების შეხორცებაში, რადგან ანგიოგენეზს, ეპითელიზაციას, უჯრედების დიფერენცინაცია-რეპლიკაცია-პროლიფერაციასა და ექსტრაცელულარული მატრიქსის ფორმაციას ასტიმულირებენ,.

მხოლოდ ზრდის ფაქტორებით არის შესაძლებელი  ორგანიზმში არსებული საკუთარი ღეროვანი უჯრედების დიფერენცირება და მიმართულების მიცემა.

დადასტურებულია, რომ ინექციის ადგილას შეყვანილი PRP-„ზრდის ფაქტორების“ გამოყენებით, ორგანიზმს საშუალებას აძლევს ნახტომისებურად დაიწყოს რეგენერაციის რეაქციათა კასკადი. 



გამოყენების სფერო:

• ორთოპედიული დაავადებები ( იოგების, მყესების, ბოჭკოების, მენისკების, ხრტილების და სახსრების დაზიანებები, სხვადასხვა ეტიოლოგიის    ართრიტები, სპროტული ტრამვები, ტენდინიები, ენდოპროტეზირება, ლამინექტომია, ოპერაციული ჩარევები, სადაც აუტო ან ჰომო-  ტრანსპლანტანტები გამოიყენება.)

• პლასტიკური ქირურგია

• დერმატო - კოსმეტოლოგია ( მეზოთერაპია- „პლაზმოლიფტინგი“, კანის რევიტალიზაცია, გაახალგაზრდავება. თმის ცვენა, თმის სტრუქტურის გაუმჯობესება.)

• ყბა- სახის ქირურგია, სტომატოლოგია 

• ნეიროქირურგია  

• ზოგადი ქირურგია 

• უროლოგია 

• ანგიოქირურგია 

• კარდიო - თორაკოქირურგია 

• დიაბეტური ტერფი

• ქრონიკული წყლულები

• ტროფიკული წყლულები

• დამწვრობა

 

დაზიანების ხარისხის მიხედვით საჭიროა:

• 3-დან 6-ამდე ინექცია, 3-10-14 დღის შუალედით.

• პროცედურის შემდეგ პაციენტი დაუყონებლივ უბრუნდება ჩვეულ, აქტიურ ცხოვრებას

 

ზრდის ფაქტორების გამოყენება შესაძლებელია მედიცინის თითქმის ყველა დარგში.

ზრდის ფაქტორებს (GF) არ გააჩნიათ უკუჩვენება, არ იწვევენ არანაირ გართულებებს

ვიზიტის დანიშვნა ექიმთან
სამედიცინო პერსონალი
ინფორმაცია მნახველისათვის
სიახლეები
კონტაქტი