სამედიცინო ცენტრ “მედიქლაბჯორჯიის” ქირურგიული სამსახური - მაღალი ხარისხის თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული. ქირურგიული სამსახურის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ პლასტიკური ქირურგია, რომელიც პაციენტებს სთავაზობს სახისა და სხეულის ქირურგიულ კორექციას როგორც ესთეტიკური, ასევე სამკურნალო მიზნით.
ოპერაციული მიდგომა განისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნის მიხედვით.
სერვისების ჩამონათვალი:
• ცხვირის ფორმის კორექცია;
• ცხვირით სუნთქვის აღდგენა;
• ცხვირით სუნთქვის აღდგენა და ფორმის კორექცია;
• დაზიანებული და ნაოპერაციები ცხვირის ფორმის აღდგენა ;
• სახის კანის და კუნთოვანი სისტემის დაჭიმვა ;
• სახის ნაოჭების კორექცია;
• შუბლის და წარბების დაჭიმვა ;
• კისრისა და ღაბაბის პლასტიკა;
• ნიკაპის პლასტიკა;
• ქუთუთოების პლასტიკა ;
• ტუჩების პლასტიკა;
• ყურების პლასტიკა;
• სხეულის ლიპოსაქცია და ლიპოსკულპტურა;
• მკერდის გადიდება ;
• მკერდის აწევა და დაპატარავება, დვრილ-არეოლის პლასტიკა;
• დუნდულოების აწევა, ბარძაყების დაჭიმვა;
• მხრების პლასტიკა;
• მუცლის წინა კედლის პლასტიკა;
• წვივების პლასტიკა, ქვედა კიდურის ფორმის მოდელირება;