მოკლე ისტორია

 

 

              კომპანიის მიზნები და ამოცანები


“მედიქლაბჯორჯია” (MediClubGeorgia) რასაც ცდილობს, სათქმელად ადვილია, ხოლო გასაკეთებლად - რთული. ჩვენი ამოცანა პაციენტთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა, რის მისაღწევადაც ჩვენ სამი ძირითადი პრინციპით ვხელმძღვანელობთ:


ინოვაცია;

ხედვა; 

პროფესიონალიზმი;

 

მუდმივად ცვალებად ჯანდაცვის  სამყაროში აუცილებელი გახლავთ დროის გასწრება და ყოველგვარი გამოწვევისათვის მზადყოფნა.  ჩვენ ყოველდღიურად ვეძებთ მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს და მათ გასახორციელებლად თანამედროვე აღჭურვილობას ვიყენებთ. ინოვაცია უდევს საფუძვლად ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, იქნება ეს მკურნალობის, მოვლის, სწავლისა თუ სწავლების პროცესი.

მთავარი, რითაც ჩვენ კონკურენტებისგან განვსხვავდებით - განსაკუთრებული ხედვაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ და გავითვალისწინოთ გარშემომყოფთა სურვილები და მოთხოვნილებები. ერთიანობაზე, ნდობასა და ხარისხზე აქცენტის გაკეთებით, ჩვენ შევქმენით გარემო, სადაც პაციენტები თავს დაცულად გრძნობენ, თანამშრომლები - ამაყად, ხოლო პარტნიორები კი ყოველთვის კმაყოფილი არიან.

და მაინც... წარმატების მთავარ წინაპირობას პროფესიონალთა დიდი გუნდი წარმოადგენს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მოვიზიდოთ, შევინარჩუნოთ და გავავითაროთ მონდომებული და საქმისთვის თავდადებული ადამიანები. საუკეთესო რამ, რასაც ჩვენი კომპანიისთვის ვაკეთებთ, პროფესიონალური ზრდა-განვითარების ინვესტირება გახლავთ. შედეგად, ჩვენ ვიღებთ პროფესიონალიზმს, რომელიც თავის მხრივ, ხარისხის გარანტიას წარმოადგენს.

 

 

 

კომპანიის აღწერა 

 „მედიქლაბჯორჯია“ 1999 წელს დაფუძნდა და დღესაც შეუფერხებლად განაგრძობს უმაღლესი სტანდარტებით სამედიცინო მომსახურებას. 

 „მედიქლაბჯორჯია“ არის ტრანსნაციონალური ოჯახის წევრი, რომელიც ორიენტირებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების შესრულებაზე. ის აერთიანებს აზერბაიჯანში მდებარე „მედიქლაბის“ კლინიკათა ქსელს და სადაზღვევო კომპანია  „A Group“-ს.


 კომპანია შედგება ორი სტრატეგიული ბიზნესერთეულისაგან:

·       მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი; 

·       სასწავლო რესურს-ცენტრი;


მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი 

ახალი, თანამედროვე, სამედიცინო ცენტრი - კომპანიის არსებობის მეათე წელს გაიხსნა. 7,000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ექვსსართულიანი შენობა თბილისის ცენტრში, ტაშკენტის ქ. 22ა -ში მდებარეობს.

„მედიქლაბჯორჯიის“-ს კლინიკა პაციენტებს მომსახურებათა ფართო სპექტრს სთავაზობს:

·         ოჯახის ექიმი; 

·         პედიატრია; 

·         თერაპია; 

·         კარდიოლოგია;

·         ონკოლოგია;

·         ენდოსკოპია;

·         რადიოლოგია;

·         რენტგენოგრამა;

·         ულტრაბგერითი კვლევა;

·         გინეკოლოგია;

·         პროქტოლოგია;

·         უროლოგია;

·         ყელ-ყურ-ცხვირი;

·         ნევროლოგია;

·         ოფთალმოლოგია;

·         რეაბილიტაცია;

·         ფიზიოთერაპია;

·         ქირურგია;

·         ტრავმატოლოგია/ორთოპედია;

·         სტაციონარული მკურნალობა;

·         ლაბორატორიული ანალიზები;

·         იმუნიზაცია/ვაქცინაცია;

 


მედიქლაბჯორჯიის“ თანამშრომლების აზრით, პაციენტის მკურნალობა და მოვლა - უწყვეტი პროცესია. ექიმები ზრუნავენ, რათა პაციენტმა ექსკლუზიური, ინდივიდუალურად მორგებული, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს ექიმთან ვიზიტის პირველი წუთიდან - მკურნალობის ბოლო წუთამდე და მის შემდგომ პერიოდშიც.

ახალი კლინიკა აღჭურვილია Siemens-ის ფირმის რენტგენით, კომპიუტერული ტომოგრაფით, ულტრაბგერის აპარატითა და ანგიოგრაფით.  სხვა სამედიცინო ტექნიკა-აჭღურვილობის მომწოდებლები არიან ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიცაა: Draeger, Maquet, Storz, Philips, Shiller, Getinge, Fresenius და სხვა. კომპანიის ბიო-სამედიცინო ინჟინერიის სამსახურის პროფესიული პარტნიორია შპს “ივერმედი”.

ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვების მკურნალობას. ზოგადი პროფილის პედიატრის მომსახურება მოიცავს:

სტანდარტულ სამედიცინო გამოკვლევებს;

ვაქცინაციას, დაავადების მწვავე ფაზაში მყოფი ბავშვების მკურნალობას;

კონსულტაციებს პრობლემების გართულების შემთხვევაში;


ჩვენ, აგრეთვე, უზრუნველვყოფთ ბავშვებისთვის კომფორტული სათამაშო ტერიტორიას, რათა ლოდინის პროცესში დაძაბულობასა და შიშის მოხსნას ხელი  შევუწყოთ და ექიმთან ვიზიტი სასიამოვნო მოგონებად ვუქციოთ.

„მედიქლაბჯორჯია“ პაციენტებს უმაღლესი ხარისხის გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას სთავაზობს. სასწრაფო დახმარების მანქანა და მაღალ დონეზე მომზადებული სასწრაფო დახმარების გუნდი, მუდმივად მზადაა დღე-ღამის ნებისმიერ დროსა და მთელი კვირის განმავლობაში გემსახუროთ. პერსონალის ყველა წევრს გავლილი აქვს Advanced Life Support (ALSS)  ტრეინინგები და შეუძლია სრული პრე-ჰოსპიტალური მომსახურების გაწევა.  

ჩვენი სასწრაფო დახმარების მანქანები აღჭურვილია დასავლურ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის დაცვით, რაც ჩვენს ექიმებს საშუალებას აძლევს პაციენტს ტრასპორტირებისთანავე აღმოუჩინოს პირველადი სამედიცინო დახმარება.  ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია განსაკუთრებულად მძიმე და დაშავებული პაციენტების ტრანსპორტირების უზრუნველვყოფაც.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება აღჭურვილია ოთხი საწოლით, რომელსაც გამოცდილ ექიმთა გუნდი ემსახურება. „მედიქლაბჯორჯია“ უზრუნველჰყოფს ევაკუაციის განხორციელებას, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. კონტრაქტები წამყვან უცხოურ კლინიკებთან - საერთაშორისო ევაკუაციის დროულად და კომფორტულად დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებას იძლევა.

სამი ულტრათანამედროვე, სრულყოფილად აღჭურვილი საოპერაციო, შვიდსაწოლიანი რეანიმაციული განყოფილება (ICU), გადაუდებელი დახმარების (ER) ოთხსაწოლიანი ობსერვაციული განყოფილება, ხუთსაწოლიანი კარდიოლოგიური ინტენსიური თერაპიის განყოფილება (CCU)  - კლინიკის მრავალპროფილურ ფუნქციონირებას უზრუნველჰყოფს.

კლინიკას 25 პალატა აქვს. თითოეული მათგანი - ცალკე აბაზანით. პაციენტებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, პალატაში შეყვანილია საკაბელო ტელევიზია.

თანამედროვე ანალიზატორებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია 100-ზე მეტი სხვადასხვა ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

საკონფერენციო დარბაზი განკუთვნილია 140 ადამიანისთვის და ცოდნის გაზიარების მთავარ ადგილს წარმოადგენს, სადაც „მედიქლაბჯორჯიის“ ექიმები ყოველთვიურად ხვდებიან კოლეგებს სხვადასხვა ინსტიტუტიდან და განიხილავენ ჯანდაცვის სფეროს ინოვაციებსა და პრობლემურ საკითხებს.

შენობაში, ასევე, არსებობს ბიბლიოთეკაც, სადაც მრავლად მოიპოვება სამედიცინო თუ არასამედიცინო ლიტერატურა. „მედიქლაბჯორჯიის“ თანამშრომლებს შეუძლიათ წიგნებისა და პუბლიკაციების შეკვეთა პირადი განვითარების მიზნით. აქვე შესაძლებელია ქსელური ბიბლიოთეკით სარგებლობაც.

ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიზნით, კლინიკაში განთავსებული კაფეტერია მთელი დღის განმავლობაშიზრუნავს თანამშრომლების, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების კვებაზე.

ჩვენს ულტრათანამედროვე კლინიკაში, აგრეთვე, განთავსებული გახლავთ სამი ბინა უცხოელი სტუმრებისათვის, რომლებიც პარტნიორი ორგანიზაციებიდან ცოდნის გაზიარების მიზნით ეწვევიან ხოლმე კომპანიას.

 

სასწავლო რესურს-ცენტრი

 თანამშრომლების პროფესიული განვითარებისა და განათლების მიღების უზრუნველყოფისთვის კომპანიაში შექმნილია  სასწავლო რესურს ცენტრი (MCG Learning Resource Center), რომელიც ახორციელებს 30-ზე მეტ სასწავლო პროგრამას, როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პერსონალისთვის. აღსანიშნავია, რომ MCG LRC არის ამერიკის გულის ასოციაციის (American Heart Association, AHA) სასწავლო კურსების ექსკლუზიური პროვაიდერი საქართველოსა და აზერბაიჯანში. სასწავლო რესურს-ცენტრში სწავლება უკვე 10,000-ზე მეტმა მსმენელმა გაიარა. 

ცენტრი ატარებს ტრეინინგებს CPR/პირველადი სამედიცინო მომსახურების თემაზე „მედიქლაბჯორჯიის“ თანამშრომლებისა და სხვა კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის. ეს კურსები მორგებულია სხვადასხვა პირებისა და კომპანიების მოთხოვნებსა და მოთხოვნილებებზე.

2013 წელს „მედიქლაბჯორჯიის“ ტრეინინგ-ცენტრში ჩატარდა ATLS (Advanced Trauma Life Support - ტრავმის განვითარებული მართვა) საინაუგურაციო კურსი.

ATLS - წარმოადგენს ამერიკის ქირურგთა კოლეჯის ტრავმის კომიტეტის მიერ შემუშავებულსა და აკრედიტებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი.  აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ამიერკავკასიაში, სადაც ATLS კურსი დაინერგა. 

„მედიქლაბჯორჯიის“ ტრეინინგ-ცენტრის მიზანს წარმოადგენს -  საქართველოს მოსახლეობისთვის გაწეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება        

            

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან:

·American Heart Association – „მედიქლაბჯორჯიის“ რესურს-ცენტრი ჩამოყალიბდა AHA-ს საერთაშორისო ტრენინგ ცენტრად 2007 წელს და გახდა ECC-სა და პირველადი სამედიცინო დახმარების უფლებამოსილი პროვაიდერი;

·Medic First Aid –  2005 წელს, „მედიქლაბჯორჯიის“ სასწავლო რესურს-ცენტრმა ხელშეკრულება Medic First Aid-თან გააფორმა და მისი Gold Training Center-ი გახდა;

·„Capita Health Solutions/Royal College of Surgeons of Aberdeen“ - 2005 წლიდან, MCG LRC ახორციელებს Advanced Life Support კურსებს „Capital Health Solutions-თან ერთად;

·Scranton University;

·American College of Surgeons;

 

 

კორპორატიული კლიენტები 

„მედიკლაბჯორჯიას“ კორპორატიული კლიენტების მოზიდვა-შენარჩუნების უნიკალური მიდგომა აქვს. თითოეული კორპორატიული მომხმარებლისთვის გამოყოფილია კოორდინატორი, რომელიც კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებულ ყველა შემთხვევას გეგმავს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გეგმის, სამედიცინო დაფარვის, პაციენტთა განათლების, სეზონური დაავადებების, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამების ორგანიზებას აკეთებს. ინდივიდუალური კლიენტების მსგავსად, კორპორატიული მომხმარებლები იღებენ სამედიცინო მომსახურების სრულ პაკეტს, რომელიც დეტალებშია გაწერილი. ამასთან, საწარმოო მედიცინის მომსახურებასაც სთავაზობს, რაც გულისხმობს სამუშაო რისკების შეფასებასა და კომპანიისათვის დახმარების გაწევას, რათა კორპორატიულმა მომხმარებელმა უკეთ დაგეგმოს საკუთარი საქმიანობები და მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს. „მედიკლაბჯორჯია“ უზრუნველჰყოფს კვებისა, წყლისა და საწარმოო ჰიგიენის შეფასებასაც. ის კომპანიებს პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის აუცილებელი ატრიბუტიკის შეძენასა და შესაბამისი ტრეინინგების დაგეგმვა-ჩატარებაში ეხმარება.


„მედიქლაბჯორჯიის“ კორპორატიული კლიენტები არიან:

·         British Petroleum (BP);

·         ევროსაბჭოს მონიტორინგის მისია (EUMM);

·         EUSR South Caucasus Border Support Team Tbilisi (EUSRS);

·         Seacor Environmental Services;

·         AOQC Moody International;

 

სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები

„მედიკლაბჯორჯიას“ პირველი ადგილი უკავია მრავალი საელჩოსთვის სასურველ სამედიცინო პროვაიდერთა სიაში. ეს საელჩოები გახლავთ:

·         ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო;

·         ჰოლანდიის საელჩო;

·         ისრაელის საელჩო;

·         იტალიის საელჩო;

·         საფრანგეთის საელჩო;

·         გერმანიის საელჩო;

 

პარტნიორები 

უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, „მედიქლაბჯორჯიამ“ თავის პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობები დაამყარა. ეს კავშირები განაპირობებს ექიმთა უწყვეტ სწავლებასა და ტრენინგებს, ცოდნის მიმოცვლას და აგრეთვე, ხარისხის კონტროლს.

კომპანია ფლობს ქართული ხარისხის სერტიფიკატს. „მედიქლაბჯორჯია“ დაარსების დღიდან არის კატასტროფისა და გადაუდებელი მედიცინის მსოფლიო ასოციაციის წევრი; 2001 წლიდან - სამოგზაურო მედიცინის ევროპული ასოციაციის წევრი; 2007 წლიდან - ამერიკის გულის ასოციაციის წევრი; 2008 წლიდან - სკრენტონის უნივერსიტეტისა (UoS) და მისი საუნივერსიტეტო კლინიკის სისტემის (Moses Taylor Hospitals) - სკრენტონი, პენსილვანია, აშშ - პარტნიორი კლინიკა, ამერიკის საერთაშორისო ჯანმრთელობის კავშირის (AIHA)  - პარტნიორი ორგანიზაცია, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამედიცინო საზოგადოებებისა და ასოციაციების წევრი. 2012 წლიდან, იგი გახლავთ ამერიკის ჰოსპიტლების ასოციაციის წევრი (American Hospital Association). „მედიქლაბჯორჯია“ ასევე წარდგენილი იქნა 2009 წლის ევროპული ხარისხის ჯილდოზე ევროპის ბიზნეს ასამბლეის მიერ.   

„მედიქლაბჯორჯია“ აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებთან და კომპანიების Bupa, Cigna, Vanbreda, Corris-ის ექსკლუზიური სამედიცინო პროვაიდერია საქართველოში. შესაბამისად, საქართველოში სხვადასხვა მიზნით მყოფი უცხოელი მოქალაქეები „მედიქლაბჯორჯიას“ მიმართავენ სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

 

რატომ უნდა გვენდოთ 

არსებობის 10 წლის განმავლობაში, ჩვენ შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობაზე უკეთესად ზრუნვაში გვეხმარება. ყველა სამედიცინო მომსახურების „ერთი ქოლგის ქვეშ“  გაერთიანება - ჩვენ გვაძლევს უფრო მეტი მოქნილობისა და კონტროლის საშუალებას.

დაარსების დღიდან „მედიქლაბჯორჯიის“ პროფესიული სამედიცინო საქმიანობა (Mall Practice Insurance) საერთაშორისო სადაზღვევო ბაზარზეა დაზღვეული. კომპანიის არსებობის 10 წლის მანძილზე, არ ყოფილა აღძრული არც ერთი სარჩელი, რაც გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე ცალსახად მიუთითებს. 

„მედიქლაბჯორჯიას“ გააჩნია ISO 9001:2000 ხარისხის სერთიფიკატი. კომპანია  მუშაობს JCI (Joint Commission International) აკრედიტაციის მოპოვებაზე, რომელიც უცხოური კლინიკებისთვის ამერიკულ სტანდარტს წარმოადგენს.

 

ვიზიტის დანიშვნა ექიმთან
სამედიცინო პერსონალი
ინფორმაცია მნახველისათვის
სიახლეები
კონტაქტი