ონკოლოგია

სამედიცინო ცენტრ “მედიქლაბჯორჯიას” ონკოლოგიური სამსახური მაღალი ხარისხის თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული. ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობას მედიკამენტოზური თერაპიისა და პაციენტთა მოვლის მეთოდების გაუმჯობესების ძიების უწყვეტი პროცესი ახლავს თან. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა მკურნალობა წარმოადგენს მულტიდისციპლინარული მეთოდების ინტეგრაციას, რაც ერთდროულად ან თანმიმდევრობით ქირურგიული ჩარევის, სხივური თერაპიისა და ქიმიო/იმუნოთერაპიის გამოყენებას გულისხმობს. ონკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება მაღალტექნოლოგიური საშუალებები. თანდათანობით ინერგება პალიატიური მკურნალობის ახალი მეთოდებიც, რაც პაციენტთა სიცოცხლის ხარისხს აუმჯობესებს. უკანასკნელ წლებში ონკოლოგიაში  მიღწეული წარმატებებით, ავთვისებიანი სიმსივნე - ფატალური დაავადებიდან ქრონიკულად მიმდინარე მართვად პროცესად იქცა. თანდათანობით აღინიშნება მკურნალობის ეფექტურობის ზრდა.

"მედიქლაბჯორჯიაში" წარმოდგენილია ონკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულფასოვანი, თანამედროვე სერვისისთვის აუცილებელი შემდეგი კომპონენტები:

• პაციენტთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება (ქიმიოთერაპიის, იმუნოთერაპიის,   ტარგეტული და ბიოლოგიური თერაპიის,      ჰემოტრანსფუზიების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველჰყოფა);

• კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა:

o სისხლის საერთო ანალიზი

o სისხლის ბიოქიმიური ანალიზი

o შარდის საერთო ანალიზი

o კოაგულაციური ტესტების გამოკვლევა

o ბაქტერიოლოგია

o სეროლოგია

o იმუნოფერმენტული გამოკვლევები ( ონკომარკერები)

o ციტოლოგიური და მორფოლოგიური კვლევა (იმუნოციტოქიმია, იმუნოჰისტოქიმია)

• დიაგნოსტიკური განყოფილება – რენტგენოლოგიური კვლევა (გულმკერდის რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია, გასტროინტესტინალური სისტემის    რენტგენოლოგიური კვლევა, ძვლოვანი სისტემის რენტგენოგრაფია) ულტრაბგერითი გამოკვლევა, ენდოსკოპიური კვლევა (გასტროსკოპია,  ბრონქოსკოპია, დუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია), კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა;

• ფუნქციონალური დიაგნოსტიკის განყოფილება (გარეგანი სუნთქვა, ეკგ, კარდიოექოსკოპია, ეეგ);

• ქირურგიული განყოფილება ( მცირე ინვაზიური ჩარევებისათვის);

• კრიტიკული და ინტენსიური თერაპიის განყოფილება;

• რეაბილიტაციის განყოფილება;

"მედიქლაბჯორჯიას" ონკოლოგიური სამსახურის ექიმებს, თითოეული ონკოლოგიური პაციენტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის მულტიდისციპლინარული მიდგომა ახასიათებთ.  პაციენტის მკურნალობა იგეგმება წინასწარ და შემდგომ, დაავადების სტატუსის დინამიკაში შეფასების საფუძველზე იმართება, რაც გულისხმობს კლინიკური, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევების საჭიროებისამებრ გამეორებას. 

ონკოლოგიური სამსახურის სერვისების ჩამონათვალი:

• ონკოლოგის კონსულტაცია;

• პლევრის პუნქცია ( სითხის შემდგომი კვლევა - ციტოლოგია, ბაქტერიოსკოპია);

• ბრონქოსკოპია (ლავაჟი, ციტოლოგია, ბიოფსია,  მორფოლოგია, იმუნოჰისტოქიმია);

• ფილტვის სოლიტარული კერის ბიოფსია - მორფოლოგია, იმუნოჰისტოქიმია) ;

• გასტროფიბროსკოპია ბიოფსიით (მორფოლოგია, იმუნოჰისტოქიმია);

• კოლონოსკოპია – ბიოფსიით (მორფოლოგია, იმუნოჰისტოქიმია);

• სიგმოიდოსკოპია; 

• რექტოსკოპია; 

• პარაცენტეზი (სითხის შემდგომი კვლევა, ციტოლოგია, ბაქტერიოსკოპია);    

• ლიმფური კვანძის პუნქცია, ბიოფსია (ციტოლოგია, მორფოლოგია, იმუნოჰისტოქიმია);

• ძვლის ტვინის პუნქცია, ტრეპანობიოფსია ( ციტოლოგია, მორფოლოგია, იმუნოჰისტოქიმია);

• სარძევე ჯირკვლის პუნქცია, ბიოფსია (Core needle Biopsy) ციტოლოგია, მორფოლოგია, იმუნოჰისტოქიმია);

• ტრანსთორაკალური პუნქცია (ციტოლოგია);

• ტრანსთორაკალური ბიოფსია (Core needle Biopsy) (მორფოლოგია, იმუნოჰისტოქიმია);

• ლაპარასკოპიული ბიოფსია (მორფოლოგია, იმუნოჰისტოქიმია);

• ღვიძლის ბიოფსია (მორფოლოგია, იმუნოჰისტოქიმია);

• ონკომარკერები; 

• ქოლანგიოგრაფია;

• ნეფროსტომა;

• ძვლის (დაზიანებული) ტრეპანობიოფსია მორფოლოგია, იმუნოჰისტოქიმია;

• ცენტრალური ვენური კათეტერი პორტით -  ჩაყენება;

• ქიმიოთერაპია;

• იმუნოთერაპია;

• თარგეტული/ბიოლოგიური თერაპია.

 

ონკოლოგიურ პაციენტებს ესაჭიროებათ განსაკუთრებული მკურნალობა, რომლის დროსაც, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქოლოგიური ფაქტორი,გამოცდილება და რა თქმა უნდა, პროფესიონალი ექიმი.

ვიზიტის დანიშვნა ექიმთან
სამედიცინო პერსონალი
ინფორმაცია მნახველისათვის
სიახლეები
კონტაქტი