საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

 

„მედიქლაბჯორჯიის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სამედიცინო მომსახურებას დროულად და კომფორტულ გარემოში, როგორც “მედიქლაბჯორჯიის“ ბაზაზე, ასევე  საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში.


  „მედიქლაბჯორჯიის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი  ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურება;

საზღვარგარეთ მკურნალობის მსურველთა მომსახურება;


უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურება

უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და სამკურნალოდ ჩამოსულ უცხოელ პაციენტებს „მედიქლაბჯორჯიაში”  დახვდებათ  პროფესიონალი ექიმებისა და ექთნების გუნდი,  მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ბაზა და სასიამოვნო გარემო.


„მედიქლაბჯორჯიის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი  უცხოელ პაციენტებს შემდეგ მომსახურებებს სთავაზობს:

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა  პაციენტისთვის მოსახერხებელ  დროს;

გამოკვლევისა  და მკურნალობის წინასწარი გეგმის  შედგენა პაციენტთან შეთანხმებით;

ვიზებით უზრუნველყოფა;

სასტუმროს დაჯავშნა და დახვედრა;  კლინიკაში/სასტუმროში მიყვანა;

თარჯიმნის მომსახურება;

                                

სპეციალური შეთავაზება

სრული  სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება 1 დღეში -Full Medical Check  Up 

სამედიცინო ცენტრი “მედიქლაბჯორჯია”  დაავადებების პრევენციისა და დროული დიაგნოსტიკის მიზნით, პაციენტის ასაკის შესაბამისი პროგრამული პაკეტის ფარგლებში, პაციენტს სრულ სამედიცინო გამოკვლევას სთავაზობს. გამოკვლევების დასრულებისას, პაციენტი ექიმისაგან მიიღებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ კომპლექსურ დასკვნასა და საჭირო რეკომენდაციებს მკურნალობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.


საზღვარგარეთ მკურნალობის მსურველთა  მომსახურება

პაციენტების გამგზავრების ორგანიზება საზღვარგარეთის კლინიკებში დიაგნოსტიკის, მკურნალობისა ან რეაბილიტაციის მიზნით 9თურქეთი, გერმანია, ისრაელი, საფრანგეთი, ავსტრია0;

პაციენტის სამედიცინო ისტორიის მომზადება  და გაგზავნა; 

კლინიკებიდან   გამოკვლევისა და  მკურნალობის  წინასწარი გეგმის მიღება;

ვიზებით უზრუნველყოფა;

სასტუმროს დაჯავშნა და  დახვედრა;  კლინიკაში/სასტუმროში მიყვანა;

თარჯიმნის მომსახურება;

პაციენტის სასწრაფო ევაკუაცია სანიტარული ავიაციით 24/7.

საჭიროების შემთხვევაში, “მედიქლაბჯორჯიის” ექიმის/ასისტენტის  თანხლება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით;


სამედიცინო კონსილიუმი

„მედიქლაბჯორჯიის“ საერთაშორისო სამსახური, ასევე, სამედიცინო კონსილიუმს,  ე.წ. „მეორე დამოუკიდებელი აზრის“ პროგრამას გთავაზობთ. თქვენ მიიღებთ კომპეტენტური  უცხოელი ექიმის კონსულტაციას დიაგნოზისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ.

 

                                      

საერთაშორის ურთიერთობების დეპარტამენტი

რუსუდან ფანცულაია +995 595 55 199, r.pantsulaia@mcg.ge

ლელა გიორგობიანი +995 599 553 244,   l.giorgobiani@mcg.ge

ვიზიტის დანიშვნა ექიმთან
სამედიცინო პერსონალი
ინფორმაცია მნახველისათვის
სიახლეები
კონტაქტი