ტრეინინგ ცენტრი

2004 წლიდან, „მედიქლაბჯორჯიაში სასწავლო რესურს ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც კომპანიის თანამშრომლების უწყვეტი პროფესიული განვითარების სასწავლო ბაზას წარმოადგენს.  გარდა ამისა, იგი კონტრაქტორი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისათვის სხვადასხვა დონისა და სირთულის თემატურ ტრეინინგებ მართავს .

2007 წლიდან „მედიქლაბჯორჯია“ არის ამერიკის გულის ასოციაციის საერთაშორისო ტრეინინგ ცენტრიგულ-ფილტვის რეანიმაციისა და დახვეწილი კარდიო-ვასკულური დახმარების სასწავლო პროგრამების ავტორიზებული პროვაიდერი.  

“მედიქლაბჯორჯიის” სასწავლო ცენტრი წარმოადგენს დ. ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო ბაზას.

სასწავლო ცენტრში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმები სპეციალური პროგრამებით რეგულარულად გადიან სწავლების კურსს.

2013 წლის სექტემბერში“მედიქლაბჯორჯიის”“ სასწავლო რესურს ცენტრში ჩატარდა ATLS (Advanced Trauma Life Support - ტრავმის დახვეწილი მართვა) საინაუგურაციო კურსი.  

ATLS წარმოადგენს ამერიკის ქირურგთა კოლეჯის ტრავმის კომიტეტის მიერ შემუშავებულსა და აკრედიტებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი და მედიცინის ყველა იმ  დარგის ექიმისთვისაა განკუთვნილი, რომელსაც ტრავმით გამოწვეული უბედური შემთხვევების მართვა უწევს. კურსის ძირითადი მიზანია სამედიცინო კადრის მომზადება და ტრავმით გამოწვეული უბედური შემთხვევების მართვის ხარისხის გაუმჯობესებაცნობილია, რომ ATLS -ის დანერგვის შემდეგ, მთელ რიგ ქვეყნებში, მნიშვნელოვნად შემცირდა  ტრავმით გამოწვეული სიკვდილობისა და ავადობის მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ამიერკავკასიაში, სადაც აღნიშნული კურსი დაინერგა. 

გარდა ამისა, “მედიქლაბჯორჯიის” სასწავლო ცენტრში,  არასამედიცინო პერსონალისათვის შექმნილი სპეციალური სასწავლო პროგრამებით ყოველწლიურად მზადდება 1000-ზე მეტი სხვადასხვა დონის მაშველი.  

დაარსების დღიდან “მედიქლაბჯორჯიის” სასწავლო ცენტრში მომზადება ოცი ათასზე (20, 000) მეტმა  ადამიანმა. სასწავლო ცენტრში შეიქმნა და დაინერგა ორმოცდაათამდე სხვადასხვა სასწავლო პროგრამა.

სასწავლო ცენტრის მატერიალურ ტექნიკური რესურსები 

“მედიქლაბჯორჯიის” სასწავლო ცენტრს გააჩნია სწავლებისათვის მაქსიმალურად იოლად ადაპტირებადი სალექციო დარბაზები და ოთახები -პრაქტიკული მეცადინეობისთვის. ისინი განთავსებულია 300კვ.მ-ის ფართობზე. ცენტრში არსებობს მრავალფუნქციური ლაბორატორია, სადაც სასწავლო მოდულის შესაბამისად ხდება გარემოს იმტაცია, მარტივი და ზოგადი დანიშნულების პალატიდან - მაღალტექნოლოგიური ინტენსიური თერაპიის პალატისა და სამანიპულაციოს ჩათვლით. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია ტრეინინგისთვის აუცილებელი ტექნიკური რესურსით: კომპიუტერებით, აუდიო-ვიდეო ტექნიკით, კარდიომონიტორებით, მანიკენებითა და სიმულატორებით.

სასწავლო ცენტრის პედაგოგები 

“მედიქლაბჯორჯიის” სასწავლო ცენტრში სასწავლო პროგრამებს უძღვებიან გამოცდილი ექიმები და პედაგოგები, რომლებმაც სპეციალური მომზადება აშშ, დსთ და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა სამედიცინო სასწავლო დაწესებულებებში გაიარეს.

 

    

სწავლების მეთოდოლოგია

 

“მედიქლაბჯორჯიის” სასწავლო ცენტრში დანერგილია მსოფლიოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებში აპრობირებული და გამოცდილი სწავლების მეთოდოლოგია:  აუდიო-ვიდეო მასალითა და სხვადასხვა სადემონსტრაციო მასალით გამდიდრებული ლექცია-სემინარები; პრაქტიკული მეცადინეობები და სიტუაციური სცენარები პაციენტის სიმულატორების გამოყენებით.

 

  

ვიზიტის დანიშვნა ექიმთან
სამედიცინო პერსონალი
ინფორმაცია მნახველისათვის
სიახლეები
კონტაქტი