ენდოსკოპია

სამედიცინო ცენტრ “მედიქლაბჯორჯიას” ენდოსკოპიური სამსახური აღჭურვილია მაღალი ხარისხის თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. კლინიკაში დანერგილია და მუდმივად ვითარდება თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო ენდოსკოპიური მეთოდები. „მედიქლაბჯორჯიაში“ პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაიტარონ ენდოსკოპიური პროცედურები უმტკივნეულოდ, ყველანაირი დისკომფორტის გარეშე. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია პროცედურის ჩატარება ხანმოკლე ნარკოზით. ჩვენს კლინიკაში წარმატებით ხორციელდება ლორწოვანის ენდოსკოპიური რეზექცია,დისექცია,ასევე კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და მისი ენდოსკოპიური მკურნალობა,სპეციალური აპარატურის გამოყენებით.

 


ენდოსკოპიური სამსახურის სერვისების ჩამონათვალი:

დიაგნოსტიკური ენდოსკოპია:

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია საბიოფსიო მასალის აღებით;

ბრონქოსკოპია საბიოფსიო მასალის აღებით და ციტოლოგიით;

კოლონოსკოპია საბიოფსიო მასალის აღებით;

რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია;


სამკურნალო ენდოსკოპია:

საყლაპავი მილის ვარიკოზული ვენების ლიგირება;

საყლაპავი მილის სტრიქტურების მკურნალობა;

საყლაპავი მილის სტენტირება;

უცხო სხეულების ექსტრაქცია საყლაპავი მილიდან, კუჭიდან,  12 გოჯა ნაწლავიდან, მსხვილი ნაწლავიდან, ბრონქებიდან;

კარდიოსპაზმის მკურნალობა;

სტრიქტურებისა და ანასტომოზიტების დროს საკვები ზონდის გატარება;

სისხლდენის შეჩერება ენდოსკოპიური მეთოდებით ინექციური, ელექტროკოაგულაციური0 სხვადასხვა პათოლოგიის დროს;

ენდოსკოპიური პოლიპექტომია ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის,კოლონოსკოპიის დროს;

ენდოსკოპიური გასტროსტომია;

რეტროგრადული პაპილოსფინქტეროტომია,სანაღვლე გზებიდან კონკრემენტის ექსტაქცია;

რეტროგრადული პაპილოსფინქტეროტომია  სადინრის სტენტირებით;

სანაციური ბრონქოსკოპია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის დროს;

რაქეის ინტუბაცია ბრონქოსკოპით;

ტრაქეის სტრიქტურების მკურნალობა, სტენტირება.

ვიზიტის დანიშვნა ექიმთან
სამედიცინო პერსონალი
ინფორმაცია მნახველისათვის
სიახლეები
კონტაქტი