რეაბილიტაციის განყოფილება

 

"მედიქლაბჯორჯიას" რეაბილიტაციის განყოფილების მთავარ მიზანს პაციენტისათვის ფუნქციის აღდგენა და შესაბამისად, ცხოვრების ხარისხის ამაღლება წარმოადგენს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შეუძლებელია ძირითადი დაავადების საბოლოო განკურნება. ჩვენ ფოკუსირებას ისეთ ფუნქციურ პროგრესზე ვახდენთ, როგორიცაა გაუმჯობესება  მოძრაობის ან ძალის თვალსაზრისით, ტკივილის ზემოქმედებისა  და სხვა შემზღუდავი  სიმპტომების შემცირება და ა.შ.  

დაავადები, რომელთაც ჩვენ ვმკურნალობთ: 

 ინსულტის შემდგომი მდგომარეობა;

 • თავის ტვინის ტრავმის შემდგომი მდგომარეობა;  

 • ნევროლოგიური აშლილობა;

 • ორთოპედიული დაზიანება და ოპერაციის შემდგომი მოვლა;

 • ართრიტი;

 • ამპუტაციის შემდგომი რეაბილიტაცია;

• ზურგის ტვინის დაზიანების შემდგომი  რეაბილიტაცია; 

• ქრონიკული ჭრილობების მართვა;

• EMG;

• სპეციფიკური შეფასებები, როგორიცაა გონიომეტრია/ROM და კუნთოვანი ძალის შეფასება;

• მასაჟი;

• ფიზიკური თერაპია;

• ლოგოპედია;

• ფიზიოთერაპია (ფონო, ელექტროფორეზი, UV და ა.შ.);

როგორ ვმკურნალობთ პაციენტებს

"მედიქლაბჯორჯიას" სტაციონარული რეაბილიტაციის პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ესაჭიროება ყოველდღიურ საქმიანობაში მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება ტრავმის, ავადმყოფობისა ან ოპერაციის შემდეგ. ჩვენ თითოეულ პაციენტს ვეხმარებით დამოუკიდებლობის მაქსიმალურად შესაძლებელი  დონის მიღწევაში. 

• თითოეული პაციენტისათვის ხდება ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის შემუშავება, აღნიშნულ პროცესში ჩართულნი არიან შემდეგი რგოლები: პაციენტი, პაციენტის ოჯახის წევრები, პოტენციური მომვლელები და  რეაბილიტაციის მულტიდისციპლინარული გუნდი (ექიმი რეაბილიტოლოგი, რეაბილიტაციის ექთნები, ფიზიოთერაპევტი, შრომითი თერაპიის ექიმი, ლოგოპედი და ფარმაცევტი). 

• რეაბილიტაციის გუნდი ყოველკვირეულ სხდომებს მართავს, რათა განიხილოს თითოეული პაციენტის პროგრესი მკურნალობის მიზნების მიღწევის გზაზე. 

• რეაბილიტაციის გუნდის წევრები ოჯახის წევრებსა და პოტენციურ მომვლელებთან რეგულარულ შეხვედრებს მართავენ, რათა ისინი სათანადო ცოდნითა და სწავლებით უზრუნველჰყონ, მათ კითხვებს უპასუხონ, განიხილონ მიღწეული პროგრესი და   შეიმუშაონ პროგრამიდან გაწერის დეტალური გეგმები.

• რეაბილიტაციის ექიმი ყოველდღიურად ხვდება პაციენტს, რათა შეაფასოს მისი სამედიცინო საჭიროებები და პროგრამის ფარგლებში მისი პროგრესის მონიტორინგი შეძლოს. 

 

ყოველი პოტენციური პაციენტი სამედიცინო დოკუმენტაცია ყურადღებით განიხილება სპეციალურად მომზადებულიექიმ რეაბილიტოლოგის მიერ. რეაბილიტაციის პროგრამაში მყოფ პაციენტს: 

• უნდა შეეძლოს მონაწილეობისა და სარგებლის მიღება ყოველდღიური 3 საათიანი თერაპიის სეანსისაგან;

• უნდა იყოს მინიმუმ 16 წლის (13-15 წლის ასაკის პირების მიღება ხდება ექიმის ნებართვის საფუძველზე);

• სამედიცინო თვალსაზრისით უნდა შეეძლოს მონაწილეობის მიღება თერაპიაში იმ დონეზე, რომელიც მოითხოვება გადაუდებელი რეაბილიტაციის პროგრამით;

 

მკურნალობის პარამეტრები 

ჩვენ გთავაზობთ აპრობირებულ, ყოვლისმომცველ და ინდივიდუალურ მკურნალობას, რომელიც შესაძლოა შემდეგ სპეციალობებს მოიცავდეს: 

• ექიმ რეაბილიტოლოგის მომსახურება;  

• სარეაბილიტაციო მოვლა; 

• ლოგოპედი (კოგნიტიური თერაპია); 

• ფიზიკური თერაპია; 

• შრომითი თერაპია; 

• სააფთიაქო მომსახურება;


ზოგადი პროცესები პაციენტის მკურნალობის გეგმის შემუშავებისას:

• შეფასებები გუნდის წევრების მიერ; 

• დარღვევის/ინვალიდობის შეფასება; 

• კლინიკური გამოკვლევები; 

• ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტების დიფერენციაცია; 

• სპეციალისტის კონსულტაცია/სამედიცინო კონსილიუმი;  

• რეაბილიტაციასთან დაკავშირებული კონფერენცია, მიზნების დასახვა - საწყის ეტაპზე და ყოველი 2 კვირის შემდეგ.

 

 

 

ვიზიტის დანიშვნა ექიმთან
სამედიცინო პერსონალი
ინფორმაცია მნახველისათვის
სიახლეები
კონტაქტი