სამედიცინო ცენტრი მედიქლაბჯორჯია პაციენტებს სთავაზობს რადიოლოგიური
დიაგნოსტიკური მომსახურებების ფართო სპექტრს. კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი დონის აპარატურითა და დაკომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით.
მედიქლაბჯორჯიაში ტარდება შემდეგი ტიპის კვლევები:
ულტრაბგერითი კვლევები:
• მუცლის ღრუს ორგანოების, ჰეპატოპანკრეატობილიარული სისტემის ულტრაბგერითი კვლევა პათოლოგიური წარმონაქმნების ვასკულარიზაციის შეფასებით;
• თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა;
• შარდის ბუშტისა და პროსტატის ულტრაბგერითი გამოკვლევა რექტალური გადამწოდით;
• სარძევე, ფარისებრი ჯირკვლებისა და პერიფერიული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა, პათოლოგიური წარმონაქმნების ვასკულარიზაციის ტიპის შეფასებით;
• ღვიძლის პირველადი და მეორადი სიმსივნეების მკურნალობა მონოპოლარული რადიოსიხშირული აბლაციის საშუალებით ულტრაბგერის კონტროლით;
• თავის ტვინის მაგისტრალური (საძილე და ვერტებრალური) ინტრაკრანიული სისხლძარღვების (ვილიზიის წრის, ცერებრული ვენური სისტემის, ვენური სინუსები) დუპლექს სკანირება ფერადი და ენერგეტიკული დოპლერის რეჟიმში;
• გულმკერდისა და მუცლის აორტის, ქვემო ღრუ ვენის, პორტალური სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა, სისხლძარღვების დუპლექს სკანირება ფერადი და ენერგეტიკული დოპლერის რეჟიმში;
• ზედა და ქვედა კიდურების სისხლძარღვების დუპლექს სკანირება ფერადი დოპლერის რეჟიმში;
• საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
• სადიაგნოსტიკო პუნქციური ბიოფსია ულტრაბგერის კონტროლით სხვადასხვა პათოლოგიების დროს, მადრენირებელი - სამკურნალო მანიპულაციების წარმოება;
• საშვილოსნოსა და წინამდებარე ჯირკვლის მოცულობითი წარმონაქმნების პუნქციური ბიოფსია სპეციალიზირებული ვაგინალური და პუნქციური გადამწოდით;
კომპიუტერული ტომოგრაფია (16-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი – Siemens Somatom Emotion):
• თავის ტვინის, კისრის, გულმკერდის, მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს, ძვალსასხროვანი სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია;
• მაგისტრალური სისხლძარღვების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია, რომელიც წარმოადგენს დიგიტალური ანგიოგრაფიის არაინვაზიურ ალტერნატივას;
• ინვაზიური პროცედურების (ბიოფსია, დრენირება) ჩატარება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კონტროლის ქვეშ;
• ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დენსიტომეტრიის საშუალებით;
• კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების ხარისხის და შესაბამისად შესაძლო გართულებების რისკის შეფასება (ე.წ. Calcium Score-ის განსაზღვრა);
რენტგენოლოგიური კვლევები:
• გულ–მკერდის;
• ნეკნების;
• თავის ქალა/ცხვირის დანამატი ღრუები;
• ხერხემლის სვეტი (კისერი, გულ–მკერდი, წელი);
• სახსრები;
• ძვლები;
• მუცლის ღრუს მიმოხილვითი;
• მცირე მენჯის ღრუს;
• უროგრაფია;