გადაუდებელი დახმარება


“მედიქლაბჯორჯია” პაციენტებს საუკეთესო ხარისხის გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას სთავაზობს. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები ემსახურება, ხოლო მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდი მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფება, რათა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უზრუნველჰყოს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთსა და კვირის ნებისმიერ დღეს.

„მედიქლაბჯორჯიას“ გადაუდებელი დახმარების განყოფილების ყოველ თანამშრომელს გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები: 
• სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (BLS);
• კარდიოვასკულარული სიცოცხლის გადარჩენის დახვეწილი მეთოდები (ACLS);
• პრეჰოსპიტალური ტრავმის სიცოცხლის შენარჩუნების მეთოდები (PHTLS);
• მწვავე ტრავმის მართვა (ATLS);

გადაუდებელი დახმარების განყოფილების ყოველ თანამშრომელს შეუძლია უზრუნველყოს, როგორც პრე-ჰოსპიტალური მოვლა, ასევე, დამატებითი კონსულტაციებისა და ინსტრუქციების მიღების მიზნით, პირდაპირი კონტაქტის დამყარება სხვადასხვა სპეციალობის ექიმთან.

მედიქლაბჯორჯიის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ერთდროულად ექვსი (6) პაციენტის მიღება შეუძლია.  ექიმებს გავლილი აქვთ სპეციალური სწავლება და ტრენინგები, რათა შეძლონ საგანგებო სიტუაციების სხვადასხვა შემთხვევებთან გამკლავება. მათ შორისაა, შორეული და მიუწვდომელ ადგილები, ექსტრემალური სიტუაციები (კატასტროფები, ინციდენტები მასობრივი მსხვერპლით და ა.შ.).

სასწრაფო დახმარების მანქანები

„მედიქლაბჯორჯიას“ საკუთრებაშია სასწრაფო დახმარების 16 მანქანა, მათგან სამი  -  თბილისის ოფისში გამოიყენება, ხოლო დანარჩენი - საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ემსახურება კონტრაქტორს. სასწრაფო დახმარების მანქანები აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, რაც მედიქლაბჯორჯიას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ექიმებს ALS დახმარების აღმოჩენის სრულ შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ შეგვიძლია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ან დაშავებული პაციენტების დაუყოვნებლივ, დაგვიანების გარეშე ტრანსპორტირება - ოქროს სტანდარტების შესაბამისად.

სამედიცინო ევაკუაცია

მედიქლაბჯორჯია სამედიცინო ევაკუაციის სერვისებს ახორციელებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო დონეზეც. წამყვან საერთაშორისო საავადმყოფოებთან კონტრაქტები „მედიქლაბჯორჯიას“ საშუალებას აძლევს დროულად და პროფესიონალურ დონეზე დაგეგმოს და განახორციელოს საერთაშორისო ევაკუაცია (ძირითადად International SOS-თან თანამშრომლობით).

მედიქლაბჯორჯიას გადაუდებელი დახმარების ექიმებს საერთაშორისო ევაკუაციებში პაციენტთა ესკორტირების ხანგძლივი გამოცდილება გააჩნიათ. ჩვენთან მომუშავე ყველა ექიმს შენგენის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმოქმედი ვიზები გააჩნიათ.
ვიზიტის დანიშვნა ექიმთან
სამედიცინო პერსონალი
ინფორმაცია მნახველისათვის
სიახლეები
კონტაქტი