Inpatient Wards

MCG (MediClubGeorgia) - თბილისის კლინიკის სტაციონარული განყოფილება - დაავადებათა ფართო სპექტრის ყოვლისმომცველ გამოკვლევასა და მკურნალობას გთავაზობთ, მათ შორის ქირურგიულის, ნევროლოგიურის, ონკოლოგიურის, შინაგანისა და სხვა დაავადებებისას.

MCG-ის სტაციონარულმა განყოფილებამ აღიარება მოიპოვა რადგან, თითოეული პაციენტის მკურნალობას პროფესიონალი მედიკოსებისგან შემდგარი მრავალპროფილიანი გუნდი უწევს კოორდინაციას. მასში შედიან შინაგან დაავადებათა სპეციალისტები, კარდიოლოგები, ქირურგები, ნევროპათოლოგები, ონკოლოგები, პულმონოლოგები, გინეკოლოგები, ექთნები, შრომითი თერაპიის სპეციალისტები, ფიზიოთერაპევტები და პაციენტთა მართვის სპეციალისტები. როგორც ექიმები, ასევე პაციენტები, MCG სამედიცინო ცენტრის რესურსების სრული სპექტრით სარგებლობენ. აქ, მეორე სართულზე მდებარე ოცდათოთხმეტსაწოლიანი სტაციონარული განყოფილება მოზრდილი და საბავშვო ასაკის პაციენტებზეა გამიზნული. რაც ყველაზე მთავარია, მკურნალობა ორგანიზებულია იმგვარად, რომ უზრუნველყოფილია განყოფილებაში მოთავსებული თითოეული პაციენტის უსაფრთხოების, ღირსებისა და კონფიდენციალურობის დაცვა. 

ყოველი პალატა პაციენტის კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის გამიზნულ ერთსაწოლიან, თანამედროვე დიზაინის პერსონალურ ოთახს წარმოადგენს, რომელიც ინდივიდუალური საშხაპითა და სველი წერტილებით, ტელევიზორითა და ინტერნეტით გახლავთ აღჭურვილი. პაციენტის ინდივიდუალური მოვლის უზრუნველყოფისთვის, თითოეულ პალატას ჰყავს თავისი ექთანი და მასზე მიმაგრებული თანაშემწეები.




ვიზიტის დანიშვნა ექიმთან
სამედიცინო პერსონალი
ინფორმაცია მნახველისათვის
სიახლეები
კონტაქტი